ქორონიმი და ჰიერონიმი ქართლი: ქრთ, კრთ, კრტ, კრდ, ხრთ, გრდ ძირებთან დაკავშირებული მითოლოგემები ძველ ენებში

ავტორები

  • ქეთევან ჯერვალიძე
  • ნინო პეტრიაშვილი

საკვანძო სიტყვები:

ქორონიმი და ჰიერონიმი ქართლი

ანოტაცია

წარმოდგენილი სამეცნიერო სტატია მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ ქრთ, კრთ, კრტ, კრდ, ხრთ, გრდ (ქრტჰ, კრტჰ, კრტ, კრდ, კჰრტ, გრდ) ძირებთან დაკავშირებული მითოლოგემები ძველ ენებსა და ქართველურ ენებში მსგავსია. ეს კი. ენათმეცნიერული თუ არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, განაპირობებული უნდა იყოს ეტაპობრივი მრავალმხრივი მიგრაციული ტალღებით ძველ მსოფლიოში, სიტყვის ვირუსული ბუნებით; რომ დღევანდელი მსოფლიოს ხალხთა ისტორია ეს მკვიდრთა, წასულ-მოსულთა, მსოფლიო ომებისა და გეოპოლიტიკური ომების ისტორიაცაა, განფენილი ენობრივ მონაცემებშიც.

წერილის მიზანია აჩვენოს, რომ ქორონიმი ქართლი, დამყარებული ეთნარქ ქართლოსზე, ინდოევროპულად მიჩნეული, რომლის დაბოლოებაც (ος) ბერძნულია, მხოლოდ შემოღობილ ადგილს კი არ ნიშნავს, არამედ მულტი სემანტიკური დატვირთვის მქონეა.

 

Downloads

გამოქვეყნებული

2020-10-20

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება