შამილის სახე აკ. გაწერელიას პროზაში

ავტორები

  • მაყვალა დავითაძე

საკვანძო სიტყვები:

აკ. გაწერელია, მოთხრობები, შამილი, კავკასია, თავისუფლებისათვის ბრძოლა

ანოტაცია

მეოცე საუკუნის თვალსაჩინო მწერლისა და მეცნიერის, აკაკი გაწერელიას მხატვრულ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს  მთის ამაყი შვილის, შამილის სახის ჩვენებას. ზოგადად, შამილის სახე ქართველ მწერალთა შემოქმედებაში  წარმოჩინდა, როგორც ერთგვარი პარადიგმა დაუმორჩილებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირისა. ამ დამოკიდებულებითაა შექმნილი აკ. გაწერელიას ისტორიული მოთხრობები.

ნაშრომში მოცემულია აკ. გაწერელიას მოთხრობების „იმამის ერთი დღე“, „იმამი ლოჟაში“ და  „ბოსკოს შეგირდის“ მხატვრული ანალიზი.

ავტორის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, თავისუფლებისათვის მებრძოლი  გმირის – შამილის სახის ჩვენება, მისი დამარცხების შემდეგ, ტყვეობაში, მისი იდეალიზება, მეორე მხრივ კი, თანამედროვეთათვის თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება.

Downloads

გამოქვეყნებული

2021-01-09

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა